კომაროვის სკოლის მე-9 კლასში დამატებითი მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები
- 05 სექტემბერი, 2025
მე-9 კლასში დამატებითი მისაღები გამოცდის პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ შედეგები დარჩა უცვლელი.
მე-9 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე
2025 წლის მე-9 კლასში დამატებითი მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 17 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე მიიღო 42. 4 ქულა ან მეტი.
2025-26 სასწავლო წელს კომაროვის სკოლის მე-9 კლასში გადმოსასვლელად, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 8 სექტემბრიდან - 9 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 17:00-მდე.
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსწავლის დამადების მოწმობა. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტისა და მოსწავლის დაბადების მოწმობების ასლები.
განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება). განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი, არ არის უფლებამოსილი).
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!